დაგეგმე შენი ბიუჯეტი- პროექტის ფარგლებში, გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა

6 ნოემბერი, 2020

„დაგეგმე შენი ბიუჯეტი“ პროექტის ფარგლებში, მერიაში მოსახლეობიდან შემოსული 23 საპროექტო წინადადებიდან, კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა 14 წინადადება. ხმის მიცემის ეტაპზე, მოსახლეობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა - ზვიად არჩემაშვილის მიერ გამოგზვნილმა იდეამ, რომელიც ეხება სოფელ კოჭბაანში ღია კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობას.

სოფელ კოჭბაანის პროექტმა მთლიანად 249 ხმა მიიღო, რაც შემოსული ხმების 28%-ია.

საპროექტო წინადადების შესაბამისად, იგეგმება სოფლის ცენტრში ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული მოედნის მოწყობა, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდებს შეეძლება მინი-ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის თამაში.

პროექტი დაფინანსდება საგარეჯოს 2021 წლის ბიუჯეტიდან.

გააზიარე