ცხელი ხაზი : 599801744

დამატებითი განცხადება შპს ნექსარას მიერ სამელიორაციო სისტემის მოწყობის შესახებ

25 April, 2024

გაცნობებთ, რომ 2024 წლის 16 აპრილს შპს „ნექსარამ“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სისტემისა და წყლის შესაკავებელი ნაგებობის მოწყობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დამატებითი განცხადება. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/03dbd07e-ad58-4036-805e-c4cf3669b4b6 დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 8 მაისის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

 

იხილეთ დანართი:

გააზიარე