გამწვანების აქცია საგარეჯოში
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ინიციატივით ქ. საგარეჯოში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში 50 ძირი მუხის ნერგი ე.წ სათავის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად დარგეს.