ცხელი ხაზი : 599801744

განცხადება

20 ნოემბერი, 2019

2019 წლის 21 ნოემბერს 11 საათზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის პირველ სართულზე (მცირე დარბაზში) გაიმართება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა. სხდომაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის, იმავე კანონის 35-ე, 37-ე,48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, 88-ე მუხლების, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N19 დადგენილებით დამტკიცებული „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი“-თ დადგენილი წესით, გაწეული მუშაობის შესახებ წლიური ანგარიშებით წარსდგებიან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე ლელა მარიდაშვილი და საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები. სხდომაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.

გააზიარე