განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ეტლები გადაეცა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახურის ორგანიზებით და საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, მოადგილესთან - გიორგი ლალიაშვილთან ერთად რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს, წინასწარ შერჩეული სტანდარტებისა და ზომის გათვალისწინებით, ეტლები გადასცა. „ჩვენი მიზანია, მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვხატოთ მსგავსი პრობლემების მქონე მოქალაქეების მიმართ და მდგომარეობა შევუმსუბუქოთ“. ეს პროგრამა გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა ბენეფიციარს დავაკმაყოფილებთ. - საუბრისას აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა.