გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარდგენილია მდინარე იორის კალაპოტის გასწორხაზოვნების (ნაპირდაცვითი) სამუშაოების განხორციელების პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე - www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 1 თებერვლის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელ-ფოსტაზე: eia@mepa.gov.ge. ასევე, გაცნობებთ, რომ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად ვალდებულია, უზრუნველყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გიგზავნით პროექტის შესახებ ინფორმაციას თანდართული დოკუმენტაციის სახით და გთხოვთ, უზრუნველყოთ წარმოდგენილი განცხადების განთავსება თქვენი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე ან/და ოფიციალურ ვებგვერდზე და წარმოგვიდგინოთ აღნიშნულის დამადასტურებელი ფოტომასალა. დანართი: 4 ფაილი (ელექტრონული ვერსია)