გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში

20 აგვისტო, 2020

სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ ნავთობის და გაზის რესურსების XI-B სალიცენზიო ბლოკზე, (საგარეჯოსა და
გარდაბნის რაიონები) „შლუმბერჟე რუსთაველი ქომფანი ლიმითედი (ფილიალი)
საქართველო“-ს დაკვეთით კონსულტანტი კომპანია შპს „ა.მ კონსალტინგი“ ამზადებს
ნავთობისა და გაზის შემკრები პუნქტის - პატარძეული აჯგდ 4-ის „გარემოზე ზემოქმედების
შეფასების ანგარიშს“ (გზშ), რომელიც შეიცავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების შედეგად
გარემოზე პოტენციური ზემოქმედების ანალიზს.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გზშ-ის ანგარიში
ხელმისაწვდომია საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენლისთვის. დოკუმენტის
ელექტრონული ვერსია განთავსებულია ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუქ
გვერდზე (ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო/State Agency of Oil and Gas) და
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.sagarejo.gov.ge), ასევე
მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოსა (ქ.თბილისი, სანაპიროს ქ.№2) და საგარეჯოს
მუნიციპალიტეტის მერიაში (დ.აღმაშენებლის ქ. №9) ხელმისაწვდომია გზშ-ის ანგარიშის
ნაბეჭდი ეგზემპლარი.
საზოგადოებას უფლება აქვს გზშ-ის ანგარიშის განთავსებიდან 40 სამუშაო დღის ვადაში
სააგენტოს წარუდგინოს მოსაზრებები და შენიშვნები გზშ-ის ანგარიშთან დაკავშირებით
(წერილობით; ელექტრონული საშუალებით, თუ ის იძლევა ავტორისა და გამომგზავნის
სარწმუნო იდენტიფიცირების საშუალებას).

გააზიარე