გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს!
ძვირფასო პედაგოგებო,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, გილოცავთ 5 ოქტომბერს - მასწავლებლის საერთაშორისო დღეს.
განუზომელია თქვენი როლი და დამსახურება ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. ნებისმიერი სფეროსა თუ დარგის განვითარებისთვის, ქვეყნის წინსვლისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თქვენს თავდაუზოგავ შრომასა და მომავალი თაობისთვის გადაცემული ცოდნის ხარისხს. კონკურენტუნარიან პროფესიონალთა ჩამოყალიბების პროცესი ხომ სწორედ სკოლიდან იწყება. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა განათლების რეფორმა წარმატებით განხორციელდეს და თქვენი ღვაწლი მომავალში უფრო მეტად დაფასდეს.
გისურვებთ ახალ წარმატებებს და არაერთი სასახელო თაობის აღზრდას!
პატივისცემით,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი
გიორგი ერბოწონაშვილი