ცხელი ხაზი : 599801744

გიორგი ერბოწონაშვილმა ეთნიკურ უმცირესობას ნობათები გადასცა

19 მარტი, 2018

21 მარტს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანლები ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი, მერის მოადგილეები ალექსი გილაშვილი და პაატა ასრათაშვილი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებს ესტუმრნენ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი პირადად მიულოცეს და ნობათები გადასცეს. ნოვრუზ-ბაირამობა ახალ დღეს ნიშნავს. ამ დღესასწაულს აზერბაიჯანელები ახალი წლის დღესასწაულად მიიჩნევენ და შესაბამისი წესით აღნიშნავენ. ნოვრუზ ბაირამობა დღისა და ღამის გათანასწორებას, ჰაერის გათბობას, თოვლის დნობის დაწყებას, ხეებზე ყლორტის გამოსვლას და დედამიწის გამოცოცხლებას ნიშნავს.


გააზიარე