გრძელდება სოციალურ-ეკონომიკური რეაგირება წითელი ჯვრის მხრიდან, COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში,
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, გრძელდება სოციალურ-ეკონომიკური რეაგირება COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
არსებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საგარეჯოს ფილიალის მენეჯერი-მაია ალექსაშვილი, მოხალისეებთან ერთად სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებს გადასცემს
60 წლის და მეტი ასაკის, მარტო მცხოვრებ ერთწევრიანი 464 ოჯახს, რომელთა სარეგისტრაციო ქულა არ აღემატებაა 100 000 -ს.