გრძელდება სოციალურ-ეკონომიკური რეაგირება COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, გრძელდება სოციალურ-ეკონომიკური რეაგირება COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
არსებული პროექტი მიმდინარეობს საქართველოს 10 მიზნობრივ მუნიციპალიტეტში, მათ შორის საგარეჯოში, სადაც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები შეხვდნენ წითელი ჯვრის მოხალისეებს, ასევე მარტოდ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოხუცებს გადასცეს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები.
ვიზიტისას მხარეებმა მიმოიხილეს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობები, რომლებიც ეხება ხანდაზმულთათვის სხვადასხვა სახის დახმარების, მომსახურებისა და ინფორმაციის მიწოდებას.
კორონავირუსის გავრცელების ამ ეტაპზე გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, წითელი ჯვრის საზოგადოება სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებს გადასცემს