იორმუღანლოში თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო ცენტრი გაიხსნება

14 ივნისი, 2018

მიმდინარე წლის 16 ივნისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში სამედიცინო ცენტრი „დიაგნოზი“ დაიწყებს ფუნქციონირებას. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის აპარატურით. პაციენტებს მოემსახურებიან როგორც ადგილობრივი ქართველი და აზერბაიჯანელი ექიმები, ასევე თბილისიდან - წმინდა მიქაელის სახელობის საავადმყოფოდან და კლინიკა „მზერადან“ მოწვეული, ყველა მიმართულების მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები. პაციენტებს ადგილზე ჩაუტარდებათ ლაბორატორიული, ექოსკოპიური და რენტგენოგრაფიული გამოკვლევები. 
სამედიცინო ცენტრ „დიაგნოზს“ ექნება არა მხოლოდ პოლიკლინიკის, არამედ ემერჯენსისა და დღის სტაციონარის პროფილიც. შესაბამისად, 24-საათიან გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს ადგილობრივ მოსახლეობას. 
„დიაგნოზი“ პირველი კლინიკაა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულენოვან სოფლებში გაიხსნება. 

კლინიკის კოორდინატებია: 
ტელ: 596 00-53-53
E-mail: mc.diagnoz@gmail.com

გააზიარე