ქალაქ საგარეჯოში ცენტრალური ქუჩების მორეცხვა განხორციელდა

21 სექტემბერი, 2020

გუშინ, გვიან ღამით, კორონა ვირუსის საფრთხის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით, სადეზინდექციო ხსნარით, ქალაქ საგარეჯოს ცენტრალური ქუჩების მორეცხვითი სამუშაოები განხორციელდა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის კრიზისების მართვის ჯგუფმა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი და მერის პირველი მოადგილე - ალექსი გილაშვილი კურირებენ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თავშეყრის ადგილები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ეტაპობრივად დამუშავდეს. 15 სექტემბრიდან, შპს "სუფთა მუნიციპალიტეტი 2018-"ის თანამშრომელთა მობილურმა ჯგუფმა დაიწყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გეგმიური დამუშავება. რაც შეეხება სოფლებს, ხვალიდან ყველა სოფელში პარალელურ რეჟიმში განხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები და სპეციალური ხსნარით, მექანიკურად დამუშავდება თავშეყრის ადგილები და სასწავლო დაწესებულებების მიმდებარე პერიმეტრები.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს,

შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს და შპს "სუფთა მუნიციპალიტეტი 2018"-ის ყველა თანამშრომელს გაწეული დახმარებისთვის.

#თქვენიუსაფრთხოებისთვის

#საგარეჯოსმუნიციპალიტეტისმერია

#გისურვებთჯანმრთელობას

 

გააზიარე