ქალაქ საგარეჯოში საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში „ევრაზიის ფესტივალი“ გაიმართა
10-11 მარტს, ქალაქ საგარეჯოს საჭიდაო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში „ევრაზიის ფესტივალი“, K1 კიკბოქსინგის და MMA-ის ვერსიით.
ტურნირზე 8 ქვეყნის ასამდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ჭურაძემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ერბოწონაშვილს და მაჟორიტარ დეპუტატს რომან მუჩიაშვილს აქტიური მხარდაჭერისთვის საპატიო სიგელები გადასცა. „ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს სპორტის პოპულარიზაციას და განვითარებას რადგან სპორტი - ეს ჯანსაღი ცხოვრების წესია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
“ევრაზიის ფესტივალს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბოწონაშვილი, მერის მოადგილე ალექსი გილაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი რომან მუჩიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ოთარ ჩალათაშვილი ესწრებოდნენ. ტურნირში გამარჯვებულებს ქამრები, თასები და მედლები გადაეცათ.