ქალაქ საგარეჯოში, ტურისტულად მნიშვნელოვან რამდენიმე ლოკაციაზე დასუფთავების აქცია გაიმართა

22 ივლისი, 2022

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ინიციატივით, ქალაქ საგარეჯოში, ტურისტულად მნიშვნელოვან რამდენიმე ლოკაციაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა - ემზარი კუჭუაშვილმა და გიორგი ლალიაშვილმა მერიის თანამშრომლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ აუცილებელია რეკრეაციული სივრცეების სისუფთავის დაცვა და მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად ჩართვა. დასუფთავების მიზანს ახალგაზრდა თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონი ზედიზედ მეოთხედ კონკურსის "სუფთა რეგიონი" გამარჯვებულია, საგარეჯოს მსგავსად დასუფთავების მასშტაბური აქციები რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც მუდმივ რეჟიმში იმართება.

გააზიარე