კრეატიული წერის რესპუბლიკური კონკურსის გამარჯვებული პატარძეულის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე თამარ ცხვარიაშვილი გახდა

8 დეკემბერი, 2017

 

2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის „ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია სკოლაში“ ფარგლებში ქალაქ თბილიისში 55-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ,,კრეატიული ესეს წერის“ კონკურსი. კონკურსის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე გამოვლენილიყო საუკეთესო ესეს ავტორი.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან 200 მონაწილე.
მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა სამი საკონკურსო თემიდან აერჩიათ ერთი. საკონკურსო ნაშრომები შეაფასა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს, “ჰელფინგ ჰენდ”-ის წარმომადგენლების, პუბლიცისტების, მწერლებისა და შესაბამისი სფეროს ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ. შერჩეულ იქნა 3 საუკეთესო ესსე .
მოსწავლეებს წარედგინათ თემის სათაურები.1.,, ჩემი სკოლის ბუფეტი“.2. ,,მე რომ ჯანდაცვის მინისტრი ვიყო“ და 3.,,იყო და არა იყო რა, იყო ერთი ველოსიპედი...“
2017 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები. 
პირველი ადგილი მოიპოვა და კონკურსის გამარჯვებული გახდა გიორგი ლეონიძის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასის მოსწავლე თამარ ცხვარიაშვილი. ( ესე: ,,იყო და არა იყო რა , იყო ერთი ველოსიპედი...“. განათლების სამინისტროსა და ორგანიზაცია ,, ჰელფინგ ჰენდისაგან’’ თამარ ცხვარიაშვილი დაჯილდოვდა გამარჯვებულის დიპლომითა და ნოუთბუქით. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს თამარ ცხვარიაშვილს გამარჯვებას და კიდევ უფრო მეტ წარმატებას უსურვებს.

გააზიარე