ლიტერატურული კონკურსი "ნატვრის ხე"

26 თებერვალი, 2018

ლიტერატურული კონკურსი "ნატვრის ხე" დაარსდა 2016, გოგლაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით. კონკურსის მიზანია გამოვლინდეს საუკეთესო ლიტერატურული ნამუშევრები. ლიტერატურული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება საუკეთესო პოეტური და პროზაული ნაწარმოები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 21-წლამდე ახალგაზრდებს.

გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზი "ნატვრის ხე", წიგნი და ფულადი ჯილდო: 
I ადგილი - 300 ლარი 
II ადგილი - 200 ლარი 
III ადგილი - 100 ლარი

გამარჯვებულის გამოსავლენად ნამუშევრები გადაეცემა საქართველოს მწერალთა კავშირს. მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევრები უნდა გამოგზავნონ მიმდინარე წლის 10 მაისის ჩათვლით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ელ.ფოსტაზე - Sagarejo-gamgeoba@hotmail.com ან განათლების, კულტური, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის Facebook-გვერდზე - სპორტი და ახალგაზრდობა ქ.საგარეჯო.

გააზიარე