ლიტერატურული კონკურსი - "ნატვრის ხე"

18 მარტი, 2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახური აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს -"ნატვრის ხე", რომელიც 2015 წლიდან "გოგლაობის" დღესასწაულთან დაკავშირებით დაარსდა.

ლიტერატურული პრემია "ნატვრის ხე" გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

წლის საუკეთესო ლექსი (პოეტური კრებული);

წლის საუკეთესო ნოველა (მოთხრობა);

მონაწილეობა შეუძლიათ 14-29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს.

გამარჯვებულ ავტორებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო:

პირველი ადგილი-300 (სამასი)ლარი

მეორე ადგილი-200 (ორასი)ლარი

მესამე ადგილი-100 (ასი) ლარი

გამარჯვებულის გამოსავლენად ახალგაზრდების ნამუშევრები გადაეცემა მწერალთა კავშირს.

გთხოვთ, ნამუშევრები გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე- axalgazrduli.samsaxuri@gmail.com

მიმდინარე წლის 1 მაისამდე.

გააზიარე