მამისაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია
☑️ქალაქ საგარეჯოში აქტიურად მიმდინარეობს შიდა საუბნო ქუჩების, მათ შორის - მამისაშვილის ქუჩის III შესახვევის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთაც შპს „კავკას ავტომაგისტრალი“ ასრულებს.☑️ პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი აფინანსებს. ☑️პროექტის ფარგლებში მოასფალტდება დაახლოებით 300 მეტრის სიგრძის გზის მონაკვეთი. ☑️სამუშაოების მიმდინარეობის ტემპსა და ხარისხს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსი გილაშვილი ადგილზე გაეცნო. ☑️ხსენებული ქუჩის მოასფალტება რამდენიმე დღეში დამთავრდება და მოსახლეობას შეუფერხებლად გადაადგილების საშუალება მიეცემა.