ცხელი ხაზი : 599801744

მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები იწყება!

2 ოქტომბერი, 2020

30 სექტემბერს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოების შესრულებაზე.

პროექტის ღირებულება შეადგენს

1 260 009.15 ლარს. პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურის მოწყობა, ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

გააზიარე