მანავის ციხესთან მისასვლელი გზის პროექტის პრეზენტაცია

30 სექტემბერი, 2020

ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენლები კახეთის მუნიციპალიტეტებს ეწვივნენ, რომლებმაც სრიგპ-ის პირველი კონკურსის ფარგლებში მიიღეს დაფინანსება.

ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის წარმომადგენლები, ვიტოლდ სარტორიუსი და თინათინ ხანჯალიაშვილი, 24 და 25 სექტემბერს კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტებს ეწვივნენ, რათა ეხილათ როგორ მიმდინარეობს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელების პროცესი. პროექტის წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონულ ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტებს სრიგპ-ის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების შესახებ. შეხვედრები გაიმართა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და თელავის, ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებთან.

2020 წლის ივნისში, საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიამ ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროგრამის - საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში პირველი კონკურსი ჩაატარა. 11-მა მუნიციპალიტეტმა 4 საპილოტე რეგიონიდან (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) ჯამში 5 მილიონ ლარამდე დაფინანსება მიიღო. მათ შორის არის კახეთის 3 მუნიციპალიტეტი - თელავი, საგარეჯო და ახმეტა, რომელთაც ჯამში 1 770 000 ლარის დაფინანსება მიიღეს. მუნიციპალიტეტები, რომლებიც სამხარეო საკონსულტაციო საბჭოების მიერ იქნა შერჩეული საპილოტე რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მიერ ორგანიზებულ კონკურსში, მცირე მასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებენ და ხელს შეუწყობენ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.

Representatives of EU technical assistance project visit Kakheti municipalities that received funding under the first call under PIRDP

Representatives of the EU technical assistance project Witold Sartorius and Tinatin Khanjaliashvili visited municipalities and State Trustee’s Administration in Kakheti on 24th and 25th of September to see the progress of implementation of the projects financed under the Pilot Integrated Territorial Development Programme (PIRDP). Project also updated regional administration and municipalities on the upcoming activities planned under the PIRDP. Meetings were held with the State Representative’s Administration in Kakheti, as well as with Telavi, Sagarejo and Akhmeta municipalities.

In June 2020, State Commission for Development of Pilot Regions held the first call for proposals under the Pilot Integrated Regional Development Programme (PIRDP) – a programme co-financed by the EU. 11 municipalities from 4 pilot regions (Kakheti, Imereti, Guria, Racha, Lechkhumi and Kvemo Svaneti) received up to 5 million Lari funding in total. 3 municipalities from Kakheti - Telavi, Sagarejo and Akhmeta, received 1 770 000 Lari in total. Municipalities, selected by Regional Consultative Councils through the competitive procedure organized by the Administrations of State Trustees in the pilot regions, will implement small-scale infrastructure projects and support local business development.

გააზიარე