მანავის ციხეთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები კახეთი მხარის რწმუნებულმა მოინახულა
კახეთის მხარეში სახელწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრუბელმა-ირაკლი შიოშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე-ალექსი გილაშვილთან ერთად, მანავი ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები ადგილზე მოინახულა. პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია ინფრასტრუქტურის მოწყობა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის. სამუშაოებს კომპანია „დინ გრუპი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 1260 000 ლარია, რომელიც როგორ ადგილობრივი, ბიუჯეტიდან ასევე საგრანტო თანხით არის დაფინანებული. 1 664 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთით 80 ამდე ოჯახი ისრგებლებს. გარდა ამისა, გაიზრდება ამ ადგილის ტურისტული პოტენციალი. ულამაზესი ლანდშაფტი იშლება მანავის ციხიდან. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ვიზიტორს არ აძლევდა ამ მშვენიერების ნახვის საშუალებას.
- ჩვენი მიზანიც ის იყო, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გასცნობოდა ამ ლოკაციას. მანავი ცნობილია, როგორც ჩურჩხელებისა და საუკეთესო ყურძნის ჯისის ზონა. ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება ექნებათ, რომ თავიანთი ნაწარმის რეალიზება მოახდინონ და აღნიშნულ გზაზე მოაწყონ ეთნო კუთხეები. გათვლისწინებულია ავტომანქანების სადგომის მოწყობა, ასევე სამომვლოდ შესაძლებელია კვების ობიექტის განთავსება. ახლო მომავალში მანავის ციხე და მისი მიმდბარე ტერიტორია კახეთის რეგიონში ერთ-ერთი ტურისტულად მიმზიდველი ადგილი გახდება- განაცხადა ალექსი გილაშვილმა.