ცხელი ხაზი : 599801744

მერიის დახმარებით ორ სოფელს წყლის მიწოდება აღუდგა

14 ივნისი, 2018

სოფელ მანავში, ბურდიანის უბანს და სოფელ დიდ ჩაილურს სასმელი წყლის მიწოდება ტექნიკური მიზეზებით შეუწყდა. კერძოდ, ორი სოფლის დამაკავშირებელი სასმელი წყლის მილი 1952 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და შესაბამისად, სერიოზულად იყო დაზიანებული.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერბოწონაშვილის დავალებით, ა.ა.ი.პ „საგარეჯოს სასმელი წყლის რეგულირებისა და ლაბორატორიული კვლევის ცენტრმა“ დაზიანებული ადგილები უმოკლეს დროში დაადგინა და 30 მეტრის სიგრძეზე 114 მილიმეტრიანი დიამეტრის მილის ამოცვლის სამუშაოები განახორციელა.
ამ დროისთვის, ხსენებულ სოფლებში სასმელი წყლის მიწოდება აღდგენილია.

გააზიარე