ცხელი ხაზი : 599801744

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპი გრძელდბა!

11 ნოემბერი, 2020

მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპი გრძელდბა!

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა

საჯარო რეესტრის ქონების ცენტრალიზებული დეპარტამენტის 2020 წლის 4 ნოემბრის N429856 გადაწყვეტილების საფუძველზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა. 4 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ქალაქ საგარეჯოს, ნინოწმინდას, წყაროსთავის, გიორგიწმინდას, ყანდაურას, შიბლიანის, იორმუღანლოს, ლამბალოს, თულარისა და დუზაგრამას ადმინისტრაციულ ერთეულებში, ქვემო სამგორის სარწყავი არხების მიმდნებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე, პროექტის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილი ნაკვეთების შესახებ ინფორმაციასა და საკადასტრო რუკებს

მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებში გაეცნონ.

საკადასტრო რუკების სანახავად იხ. ბმული:

· ქალაქ საგარეჯოს, ნინოწმინდას, წყაროსთავის, გიორგიწმინდას, ყანდაურას, შიბლიანის, იორმუღანლოს, ლამბალოს, თულარის და დუზაგრამას ადმინისტრაციულ ერთეულების რუკები : https://drive.google.com/.../1CkSCFwTPoFjwFBK9lDjIeVL...

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 2020 წლის 4 ნოემბრიდან 3 დეკემბრის 18:00 საათის ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართებზე:

· ნინოწმინდასა და წყაროსთავის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების შენობა-სოფელი ნინოწმინდა;

· გიორგიწმინდას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შენობა-სოფელი გიორგიწმინდა;

· საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია (ქ. საგარეჯო, აღმაშენებლის ქ.N9)

· იორმუღანლოს საზოგადოებრივი ცენტრი-სოფელი იორმუღანლო

ან ეწვიოთ ბმულს : https://napr.gov.ge/publishing

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება . დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის საჯარო გამოცხადების კოორდინატორს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე : + (995 32) 2 405 405.

შეგახსენებთ , რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ ხუთი დასახლებიდან, რომელიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის N1085 განკარგულების საფუძველზე, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის განსახორციელებლად შეირჩა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით სისტემური რეგისტრაციის პროექტი კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, 5 მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში განახორციელებს. კერძოდ:

საპილოტო პროექტით უფასოდაა გათვალისწინებული მიწის რეგისტრაცია და რეგისტრაცისთვის საჭირო ყველა მომსახურება: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და აღრიცხვა, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება, საკადასტრო მონაცემების ცვლილება, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

საპილოტო პროექტის განხორციელების შედეგად, მიწის სისტემური რეგისტრაციის ეროვნული სტრატეგია შემუშავდება, რომელიც სახელმწიფოს სასოფლო-სამეურეო მიწების პირველადი რეგისტრაციის დასრულებასა და სარეგისტრაციო და საკადასტრო ბაზის სრულყოფაში დაეხმარება.

სისტემური რეგისტრაციების წინა მოსამზადებელი სამუშაოები ნაკვეთებისა და მესაკუთრეების იდენტიფიკაციას, უფლების დამდგენი დოკუმენტების მოძიებას, არსებული პრობლემების ანალიზს, საკადასტრო აზომვით სამუშაოებს და ა.შ. ითვალისწინებს.

საპილოტო პროექტის ფარგლებში რეგისტრაცია არ ზღუდავს მოქალაქეებს ინდივიდუალურად, განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრს და ნაკვეთები თავად დაირეგისტრირონ.

დაირეგისტრირე მიწა მარტივად და გახდი მესაკუთრე!

რუკები გამოქვეყნებულია ნინოწმინდაში, მერის წარმომადგენლის შენობაში, გიორგიწმინდაში მერის წარმომადგენლის შენობაში, იორმუღანლოს საზოგადოებრივ ცენტრში, ქალაქ საგარეჯოში გამგეობის ძველ შენობაში ( ქალაქ საგარეჯოში რუკები გამოიკვრება ხვალ). რუკების ნახვა ელექტრონულად შესაძლებელია https://drive.google.com/.../1CkSCFwTPoFjwFBK9lDjIeVL...

საჯარო რეესტრის ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საჯარო გამოცხადების შესახებ, ასევე ბმულს, საიდანაც შესაძლებელია განაცხადების წარმოდგენა ელექტრონულად https://napr.gov.ge/publishing

https://napr.gov.ge/p/1963

იხ. გადაწყვეტილების შესახებ დოკუმენტი: http://sagarejo.gov.ge/.../mesakutretasakutrebis-uplebis...

http://sagarejo.gov.ge/.../def.../files/gadacqvetileba_0.pdf

გააზიარე