მთის ზონის დღე

28 ივლისი, 2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძრგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით უჯარმის მუზეუმ - ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობისთვის ღონისძიება გაიმართა, , რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მთის ზონის (კოჭბანი, ვერონა) მოლექსე - მოკაფიავენი: დეკანოზი თავმას ჩოხელი, გიგლა ჭინჭარაული, რამაზი დიდებაშვილი, გელა ხოშარაული; ეთო თედიაშვილი, მარეხი დიდებაშვილი ფოლკლორული ანსამბლი ,,ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური. საღამოს უძღვებოდა საქართველოს 2022 წლის ეროვნული ფოლკლორული ფესტივალის ლაურეატი ლეილა არჩემაშვილი.

ღონისძიების დასასრულს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, გიორგი ლალიაშვილმა მონაწილეებსა და ფრანგ სტუმრებს მადლობა გადაუხადა შესანიშნავი საღამოსთვის და სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელები გადასცა.

 

 

გააზიარე