ნინოწმინდას დათო ტურაშვილი და ერეკლე საღლიანი ესტუმრნენ

11 May, 2017

24 აპრილს, სოფ. ნინოწმინდის ბიბლიოთეკაში, პროექტის "ილია ჭავჭავაძის შემეცნებითი კლუბი" -ს ფარგლებში ღონისძიება გაიმართა , რომელიც ქართულ ენას და დედაენის დღეს მიეძღვნა: ☑ჩატარდა სემინარი "ენის რაობა და მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა" ; ☑მოწვეული სტუმრები მწერალი დათო ტურაშვილი და პოეტი ერეკლე საღლიანი იყვნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დათო ტურაშვილმა თავის დაწერილ წიგნებზე ესაუბრა ახალგაზრდებს. მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს მწერალი საინტერესოდ პასუხობდა. კითხვები ძირითადად მწერლის წიგნებს და მის მთავარ გმირებს ეხებოდა. ერეკლე საღლიანმა კი საკუთარი ლექსები წაუკითხა დამსწრე საზოგადოებას.

გააზიარე