მზისგულის მოსახლეობის საყურადღებოდ
მოგესალმებით,
დღეს მზისგულის საპილოტო არეალზე გამოცხადდა საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმების მოთხოვნის შედეგად შეცვლილი ახალი სარეგისტრაციო ბლოკები. Gmail-ის ლინკით გაწვდით გადაწყვეტილებას და რუკებს
https://drive.google.com/drive/folders/11t3NYSc69XymwCR0EaUdbKu-PRaZo8Gi
სოფელ მზისგულის # 19, 42, 46, 50, 54, 58, 60 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები.
2018 წლის 2 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გიწვევთ სოფელ მზისგულის # 19, 42, 46, 50, 54, 58, 60 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად.
იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 11 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართებზე:
- სოფელი კაჭრეთი, საზოგადოებრივი ცენტრი
- სოფელ ჯიმითის ადმინისტრაციული შენობა
- იუსტიციის სახლის გურჯაანის ფილიალი: ქ. გურჯაანი თამარ მეფის ქ. №14
- საჯარო რეესტრის საგარეჯოს ფილიალი: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №2
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405