პაატა ასრათაშვილმა 3 სოფლის ბაგა-ბაღები მოინახულა

27 ივლისი, 2018

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ასრათაშვილი განაგრძობს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს. დღეს, 27 ივლისს, პაატა ასრათაშვილი, ა.ა.ი.პ. „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელ ელზა გილაშვილთან ერთად, ხაშმის, პატარძეულისა და წყაროსთავის ბაგა-ბაღებს ესტუმრა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო.

 

 

გააზიარე