„პალდო“ ჰესის სკოპინგის დასკვნა
სკოპინგის დასკვნის მიღების მიზნით სამინისტროში სს „იორი ენერჯის“ მიერ წარმოდგენილია კახეთის რეგიონში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდ. იორზე, 7.4 მგვტ სიმძლავრის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის („პალდო“ ჰესი) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიში. პროექტი ითვალისწინებს მდ. იორზე 7.4 მგვტ სიმძლავრის ჰესის („პალდო“ ჰესი) მშენებლობას, რომლის საშუალო წლიური გამომუშავება იქნება - 48.16 მგვტ. სთ. პალდო ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 35 კვ-იანი 1,5 კმ. სიგრძის ახალი ეგხ-ს მეშვეობით დაუკავშირდება საქართველოს ელექტროსისტემას, არსებული 35 კვ-იანი ქვესადგურის „პალდოს“ საშუალებით.