პროგრამა- დაგეგმე შენი ბიუჯეტის ფარგლებში გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა

1 ნოემბერი, 2021

პროგრამა- დაგეგმე შენი ბიუჯეტის ფარგლებში, კენჭისყრა დასრულდა და გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.

სულ შემოვიდა 1734 ხმა,

ხმების 38.1% მიიღო ქ. საგარეჯოში N1 საბავშვო-ბაღის ეზოს მოწყობამ. აღნიშნული პროექტები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ვულოცავთ იდეის ავტორსა და მხარდამჭერებს გამარჯვებას.

კენჭისყრის შედეგად,

მეორე ადგილზე 22%-ით სოფელ პატარძეულში მრავალფუნქციური სპორტული მოედნის მოწყობა გავიდა, მესამე ადგილი 8.5%-ით ქალაქ საგარეჯოში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სკვერში ინფრაქტრუქტურის განახლებას ერგო,

მეოთხე ადგილზე კი 6.1%-ით სოფელ თოხლიაურში სკვერის მოწყობა გავიდა.

გააზიარე