ცხელი ხაზი : 599801744

„რა? სად? როდის?“ სკოლებს შორის  III სასკოლო სერია - ფინალური ტური გაიმართა

11 ნოემბერი, 2022

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით,  კულტურის ახალგაზრდულ დარბაზში, მუნიციპალური თამაშის, „რა? სად? როდის?“ სკოლებს შორის  III სასკოლო სერია - ფინალური ტური გაიმართა. ფინალისტი გუნდები თანაბარ პირობებში ასპარეზობდნენ.

ინტელექტუალურ თამაშს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი დაესწრო ფინალში გამარჯვებული გუნდი, პრიზიორი გუნდები და საუკეთესო მოაზროვნე საპატიო ჯილდოთი, სხვადასხვა პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვა და ყველა

მონაწილეს წაარმატება უსურვა.

 

ფინალის (30 შეკითხვა) შედეგები:

14 (6+8) - I სკოლა - "პირველები";

10 (5+5) - II სკოლა - "ენდორფინები";

9 (4+5) - IV სკოლა - "იგნოსი";

 

9 (5+4) - კაკაბეთი - "კაკაბეთი";

6 (2+4) - პატარძეული - "გრიფინდორი";

 

ორ- თანაბარქულიან გუნდს შორის III ადგილი დამატებით შეკითხვაზე მოიპოვა გუნდმა "იგნოსი" ,

ფინალში ინდივიდუალური შეკითხვა გამოიცნო ერთმა მოაზროვნემ:

ვიტალი ოსეფაშვილი - IV სკოლა, "იგნოსი" ;

შემოდგომის სერიის საუკეთესო მოაზროვნე:

ვიტალი ოსეფაშვილი - IV სკოლა, "იგნოსი",

ინტელექტუალური თამაში გაიმართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით,

თამაშის რედაქტორი და წამყვანი:

პაატა ჩახვაშვილი

 

 

 

გააზიარე