რუბრიკა- წარმატებული ადამიანების ისტორია

23 April, 2021

 

გაიცანით, ლაზარე (ლადო) დათუნაშვილი - საფეხბურო კლუბ " გარეჯი 1960" - ის ხელმძღვანელი.

დაიბადა 1985 წლის 6 მარტს საგარეჯოში.

თავად ყოფილი ფეხბურთელი - საქართველოს, მოლდოვის და ლიტვის საფეხბურთო გუნდის წევრი, უკვე მეოთხე წელია, რაც საგარეჯოს საფეხბურთო კლუბს მენეჯერობს.

წარმატებული ფეხბურთელობიდან წარმატებულად განაგრძო კლუბის მენეჯერის საქმიანობა და დღეს, უკვე მე-5 ლიგიდან, მე-2 ლიგის ჩემპიონები უმაღლესი ლიგისთვის იბრძვიან.

წარმატებით იასპარეზეს დავით ყიფიანის თასის მოსაპოვებლად და გუნდი უკვე მე-8 ფინალშია.

გასაოცარი ენთუზიაზმი, საქმისადმი სიყვარული და უპირობო ბრძოლა თითოეული წარმატებისთვის - ეს გახლავთ კლუბის წარმატების ფირმულა და შედეგიც სახეზეა.

მადლობა ლაზარე დათუნაშვილს და მის კლუბს თითოეული გამარჯვებისთვის, მუნიციპალიტეტის წარმატებისთვის და იმ ემოციისთვის, რაც მათ ყველა თამაშს თან ახლავს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს საფეხბურთო კლუბ "გარეჯი 1960" - ს დაუღალავი შორმის წარმატებულ შედეგს და მიღწევებს!

წინ, კიდევ ბევრი გამარჯვებისთვის!!!

გააზიარე