საახალწლო სიურპრიზები და სოციალური თანადგომის აქცია კვლავ გრძელდება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამით გათვალისწინებული სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის საყოფაცხოვრებო აუცილებელი ტექნიკის შეძენა განხორციელდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი მოადგილესთან, გიორგი ლალიაშვილთან, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ - სოფო შაქარაშვილთან და სხვა წარმომადგენლებთან ერთად წინასაახალწლოდ კონკრეტულ სამიზნე ჯგუფში გათვალისწინებულ ოჯახებს პირადად ესტუმრა, დამდეგი ძველით ახალი წელი მიულოცა და საჭირო ტექნიკა გადასცა.
„ მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტში პროგრამულად ყოველწლიურად გათვალისწინებულია გარკვეული კატეგორიისთვის საყოფაცხოვრებო აუცილებელი ტექნიკის შეძენა.
საჭირო ტექნიკა სოციალურად დაუცველ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მრავალშვილიან კიდევ 2 ოჯახს გადავეცით.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის მანძილზე არაერთი აქტივობაა დაგეგმილი
ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, რომ ახალმა 2023 წელმა ყველას ოჯახში ბედნიერად შეაბიჯოს. მსგავსი ტიპის სოციალურ აქციებს აქტიურად გავაგრძელებთ და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს მოვიცავთ“- განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა.