ცხელი ხაზი : 599801744

საგარეჯოს მერი ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

1 ივნისი, 2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თამარ ჯაბადარის სახელობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, "ლიდერთა კლუბი" და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით,

სადღესასწაულო კონცერტის პარალელურად სხვადასხვა აქტივობები გაიმართა:

ანიმატორებმა და მულტფილმის გმირებმა გასართობი შოუ შესთავაზეს და უმასპინძლეს პატარებს.

წარმოდგენილი იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხატვის კლუბის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, სახეზე ხატვა, ცარცით ხატვა, ინტელექტ-კუთხე, ლიდერთა კლუბის ხელმძღვანელობით გაიმართა მინი ინტელექტუალური შეჯიბრი,

სხვადასხვა სივრცეები დაეთმო სპორტულ კუთხეს,

წითელი ჯვრის კუთხეს, პატარძეულის ცისიერ დიღმელაშვილის სახელობის ქართულ-ფრანგული ლიცეუმის კუთხეს და ადგილობრივი მეწარმეების საგამოფენო კუთხეებს.

სასწავლო წლის განმავლობაში გამოჩენილი აქტიურობისთვის.

უმცროს და უფროსკლასელ ინტელექტთა დაჯილდოების ცერემონიალზე სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ მოსწავლეებს.

 

გააზიარე