საგარეჯოს მერიაში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში, პროექტი "საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“ მიმდინარეობს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები-ალექსი გილაშვილი და გიორგი ლალიაშვილი, პროექტის კოორდინატორ - თემურ კაკრიაშვილს და სააგენტოს ბიზნეს ანალიტიკოსს ნატა ცეცხლაძეს შეხვდნენ და პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოსა და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრეს.
პროექტი ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას, საქმისწარმოების გამჭვირვალე პროცესების დანერგვას, და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას ითვალისწინებს.
ერთიანი სტანდარტიზირებული სისტემის დანერგვა ყველა მუნიციპალიტეტს, ერთიან შესაძლებლობას მისცემს , რაც დიდ მატერიალურ და ადამიანურ რესურსებს დაზოგავს.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით თბილისის მერიის ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA) ახორციელებს.