საგარეჯოს მერიაში კულტურის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

12 ოქტომბერი, 2020

9 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს- გიორგი ერბოწონაშვილს ადამიანის განვითარებისა და კულტურის საერთაშორისო სკოლის დირექტორი-დავით ჭიკაძე, მისი მოადგილე პროფესორი და საერთაშორისო ექსპერტი -იური მღებრიშვილი, პროფესორი და ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი-ლევან ხეთაგური ესტუმრენ. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ახალი პროექტის - " პანდემიის გამოცდილება კულტურის მართვისთვის" -პრეზენტაცია, რომელსაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს აგილობრივი კულტურის ოპერატორებს, შემოქმედებითი მიდგომების შემუშავებასა და განხორციელებაში, პოსტპანდემიის პერიოდში.

გააზიარე