საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის მხარდაჭერით და განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, იწყება გარდამავალი თასის გათამაშება ფრენბურთში ორგანიზაციებს შორის
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის მხარდაჭერით და განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, იწყება გარდამავალი თასის გათამაშება
ფრენბურთში ორგანიზაციებს შორის
ტურნირი ეძღვნება 20 იანვარს ქალაქ საგარეჯოში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას
რ ე გ ლ ა მ ე ნ ტ ი
- მიზანი და ამოცანები:
- მუნიციპალიტეტში საფრენბურთო ტრადიციების აღორძინება და ფრენბურთის პოპულარიზაცია;
- მუნიციპალიტეტში საფრენბურთო გუნდების ჩამოყალიბება, ოსტატობის ამაღლება;
- ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
- შეჯიბრის ხელმძღვანელობა
- შეჯიბრის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია;
- შეჯიბრში მონაწილეობენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებული ორგანიზაციები;
- ტურნირის დასაწყისი: 2023 წლის 15 თებერვალი;
- ტურნირის ჩატარების დრო განისაზღვრება მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ შემუშავებული კალენდრის მიხედვით;
- განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 12 თებერვლის ჩათვლით.
- მონაწილე გუნდები და ჩატარების სისტემა:
- ტურნირის მატჩები ჩატარდება მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ შემუშავებული რეგლამენტისა და კალენდრის მიხედვით;
- ტურნირში მონაწილე გუნდები ითამაშებენ ოლიმპიური სისტემით;
- ტურნირში ჩატარდება ქ. საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის დარბაზში;
- თითოეული პარტია გრძელდება 25 ქულამდე. ამავე დროს აუცილებელია მინიმუმ ორქულიანი სხვაობა (ანუ 25-24-ზე თამაში არ მთავრდება და გრძელდება ორქულიანი უპირატესობის მოპოვებამდე);
- მოთამაშეთა რაოდენობა 6, ნებადართულია განმეორებითი შეცვლები. ბურთის მოწოდების მოპოვების შემთხვევაში მოთამაშეები გადაადგილდებიან საათის ისრის მიმართულებით.
- გუნდების განაცხადები:
- გუნდის განაცხადი დგება ორ ეგზემპლარად;
- განაცხადში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუმეტეს 12 ფრენბურთელისა;
- განაცხადში წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ის პირი, რომელიც ნამდვილად მუშაობს განაცხადის წარმომდგენ ორგანიზაციაში;
- განაცხადს თან უნდა ერთვოდეს ცნობა სამუშაო ადგილიდან, თითოეულ პირზე.
- განაცხადის და დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია მუნ იციპალიტეტის მერიაში ადგილზე ან/და ელექტრონულ ფოსტაზე: giorgikokhtashvili11@gmail.com.
- სადისციპლინო სასჯელი:
- ფრენბურთელი, რომელიც არ იქნება წარმოდგენილი გუნდის განაცხადში და კალენდარულ მატჩში მიიღებს მონაწილეობას, მოიხსნება ტურნირიდან და აღნიშნული მატჩი გუნდს ჩაეთვლება წაგებად.
- დაჯილდოვება:
- პირველ ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდება გარდამავალი თასით, ფულადი პრიზით - 1000 ლარით, მეორე ადგილზე გასული გუნდი - 700 ლარით, მესამე ადგილზე გასული გუნდი - 500 ლარით. საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან ასევე შესაბამისი ხარისხის დიპლომებით და მედლებით.
საკონტაქტო პირი:
გიორგი კოხტაშვილი - მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი
სპორტის საკითხებში,ტელ: 591 17 17 64, ელ-ფოსტა: giorgikokhtashvili11@gmail.com
ტურნირი ეძღვნება 19 იანვარს ქალაქ საგარეჯოში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას