საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, წარმატებულ სპორტსმენებს სპორტული ფორმები გადასცა

5 იანვარი, 2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელ - მამუკა კურდღელაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად წარმატებულ სპორტსმენებს სპორტული ფორმები გადასცა.

„მივესალმები  როგორც პროფესიონალური, ასევე სამოყვარულო სპორტის განვითარებას. ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ სპორტის ხელშეწყობის მიმართულებით, რათა უფრო მეტი წარმატებული სპორტსმენი აღვუზარდოთ ჩვენს მუნიციპალიტეტს. ასევე, აქტიურად ვახორციელებთ წარმატებული სპორტსმენი ბავშვების მხარდაჭერის პროგრამას. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ქმედითი ნაბიჯები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული წარმატებისთვის იქნება კიდევ ერთი დიდი სტიმული“-აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა

გააზიარე