ცხელი ხაზი : 599801744

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა

28 ივნისი, 2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, პირველ მოადგილესთან -ემზარ კუჭუაშვილთან ერთად, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მოსახლეობას შეხვდა და შენობის ფასადის დამუშავების სამუშაოებისა და ეზოს კეთილმოწყობის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა. „ მე როგორც მერობის კანდიდატმა, წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს პირობა მივეცი, რომ აღნიშნულ კორპუსს აუცილებლად ჩაუტარდებოდა რეაბილიტაცია და ეს დაპირება შესრულდა, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტ ადგილას მოვაწყოთ საბავშვო - გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს და ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას“- აღნიშნა ავთანდილ გულიკაშვილმა მოსახლეობასთან საუბრისას.

გააზიარე