საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სანიაღვრე სისტემის გაწმენდა მიმდინარეობს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, შპს "სუფთა მუნიციპალიტეტი 2018" - ის სამუშაო ჯგუფი სანიაღვრე სისტემის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ამჯერად, სოფელ მანავში რამდეიმე ლოკაციაზე, წყალმოვარდნისა და ქუჩების დატბორვის საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, უკვე გაიწმინდა სანიაღვრე სისტემები. აღნიშნული სამუშაოები სხვა ადინისტრაციულ ერთეულებშიც გაგრძელდება.