ცხელი ხაზი : 599801744

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შპს“ მადაგი 7“-ის სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკრინინგის ანგარიში

9 იანვარი, 2023

1.1 ზოგადი მიმოხილვა

წინამდებარე პროექტი წარმოადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფ. ბადიაურის მიმდებარედ შპს „მადაგი 7“-ის სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკრინინგის ანგარიშს. ექსპლუატაციის ეტაპზე საწარმო უზრუნველყოფს რეგიონის მშენებარე ობიექტების ინერტული მასალებით უზრუნველყოფას. საპროექტო ტერიტორიის საკადასტრო კოდია: 55.06.56.053.600, რომელიც წარმოადგენს შპს „მადაგის 7“ საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. ტერიტორიის ფართობი შეადგენს 7303 მ 2 , სადაც დაგეგმილია სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშის) გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა და ექსპლუატაცია. საპროექტო საწარმოში ექსპლუატაციის ეტაპზე დაგეგმილია 5-7 ადამიანის დასაქმება. საწარმო წლის მანძილზე იმუშავებს 270 დღე 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით. სულ წლის მანძილზე დაგეგმილია 40500 მ 3 ქვიშის გადამუშავება. დანადგარების განთავსების ადგილი მოშანდაკებულა ბეტონის საფარით. ნედლეულის გადამუშავება დაგეგმილია სველი მეთოდით, რისთვისაც პროექტით გათვალისწინებულია ტერიტორიის სიახლოვეს არსებული სამელიორაციო არხიდან წყალაღება ბრუნითი წყალმომარაგების სისტემის უზრუნველსაყოფად. ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა სალექარები ბრუნვითი წყალმომარაგებისთვის. ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ღია ტიპის საწყობები ნედლეულის და პროდუქციის განსათავსებლად, ასევე ტერიტორიაზე მოეწყობა მარტივი ტიპის საოფისე ფართი სველი წერტილით მუშა პერსონალისთვის. საპროექტო ტერიტორია ანთროპოგენულად სახეცვლილია, წლების განმავლობაში განიცდიდა ტექნოგენურ პრესინგს, ტერიტორიაზე წარსულში ფუნქციონირებდა ანალოგიური ტიპის საწარმო. პროექტის ფარგლებში არ იგეგმება ბუნებიდან მრავალწლიანი ხე-მცენარეების ამოღება. პროექტი არ ითვალისწინებს ფიზიკური ან/და ეკონომიკური განსახლების რისკებს. აღნიშნული საქმიანობა განეკუთვნება საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ II დანართის 5 პუნქტის 5.1 (სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება) ქვეპუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას და მასასადამე დაგეგმილი საქმიანობა ექვემდებარება სკრინინგის პროცედურებს.

გააზიარე