ცხელი ხაზი : 599801744

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო!

20 თებერვალი, 2021

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი, მის მოადგილე- გიორგი ლალიაშვილთან და საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე - ლელა მარიდაშვილთან ერთად სოფელ ნინოწმინდისა და წყაროსთავის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აღნიშნულ სოფლებში დამსწრეებს მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები გააცნეს და მათი საჭიროებები მოისმინეს.

სოფელ ნინოწმინდში, მოსახლეობის უმრავლესობამ პრიორიტეტად სატრენაჟორო სივრცისა და გარე განათების მოწყობა დაასახელა. ხოლო წყაროსთავში-გასართობი და მოსასვენებელი სკვერის მოწყობა.

გააზიარე