საგარეჯოს სახალხო თეატრმა გრან პრი მოიპოვა

28 ნოემბერი, 2017

 

 

საგარეჯოს მიხეილ ჭიაურელის სახელობის სახალხო თეატრმა წარმატებით დაასრულა გასტროლი ლიტვაში, ქალაქ კაუნასში სადაც ლიტვის სახალხო თეატრის მიწვევით 19 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე თეატრალურ ფესტივალზე იმყოფებოდა. ფესტივალზე სახალხო თეატრმა ლიტველ მაყურებელს რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი „საქართველო“ წარუდგინა. წარმოდგენამ დამსწრე საზოგადოების და ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და თეატრალური ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა.  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს სახალხო თეატრის თითოეულ წევრს ამ მნიშვნელოვან ჯილდოს და კიდევ უფრო დიდ წარმატებას უსურვებს!

გააზიარე