ცხელი ხაზი : 599801744

საგარეჯოში აგრარული ბაზრის მშენებლობა მიმდინარეობს.

10 თებერვალი, 2017

ქალაქ საგარეჯოში, თამარ მეფის ქუჩაზე აგრარული ბაზრის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 196000 ლარი არის გამოყოფილი. ბაზარი თანამედროვე ტიპის და კეთილმოწყობილი შენობა იქნება. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია და ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის გაზაფხულზე შევა. შეგახსენებთ, რომ ქალაქ საგარეჯოში აგრარული ბაზარი თითქმის 6 წელია არ არსებობს და მოვაჭრეების ღია ცის ქვეშ უწევდათ მუშაობა.

გააზიარე