საგარეჯოში ეროვნული სამოსის დღე გაიმართა

18 May, 2019

დღეს, 18 მაისს საქართველოში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების ინიციატივით 11:00 სთ–ზე, ქალაქ საგარეჯოს ცენტრალურ მოედანზე, ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა საჯარო სკოლების ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა საზეიმო მსვლელობა მოაწყეს. მსვლელობა ქალაქ საგარეჯოს კულტურის სახლში გამართული კონცერტით დასრულდა. საქართველოს მასშტაბით ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 30-მდე ქალაქში მიმდინარეობს. ღონისძიებას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსი გილაშვილი და განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი არჩილ ჯაბადარი ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

    

 

გააზიარე