საგარეჯოში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო!
ვირუსის საფრთხის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით შპს "სუფთა მუნიციპალიტეტის" დასუფთავების ჯგუფის წევრებმა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დაამუშავეს.
სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა სადარბაზოებსა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე.
აღნიშნული სამუშაოები პერმანენტულად სოფლებშიც გაგრძელდება. უახლოეს დღეებში დაგეგმილია ცენტრალური ქუჩების მორეცხვაც.
სასწავლო პროცესის დაწყებამდე, აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებილში, სკოლის პერიმეტრები და შესასვლელი სპეციალური ხსნარით დამუშავდა.