საგარეჯოში მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა

2 თებერვალი, 2018

საგარეჯოში მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პლატფორმის ichange.gov.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.  პორტალი მიზნად ისახავს საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ხელისუფლებისა და საზოგადოების დაახლოების ხელშეწყობას. იმისათვის რომ პეტიცია გამოქვეყნდეს პორტალზე, საჭიროა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს.
მაგალითად:
აუცილებელია პეტიცია განეკუთვნებოდეს მთავრობის კომპეტენციას; ნათლად გადმოსცემდეს იდეას;
არ შეიცავდეს პროპაგანდისტულ, პოლიტიკურ თუ კომერციულ შინაარსს;
არ შეიცავდეს დისკრიმინაციის, ძალადობის საფრთხეს...

 Ichange პროცესი ხორციელდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ. პრეზენტაციები იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”-ს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ.

 

გააზიარე