საგარეჯოში, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს ფულადი ჯილდო გადაეცათ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ინიციატივით, 2019-2020 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებს ფულადი ჯილდო გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ოქროს 31 მედალოსანს 200 ლარი, ხოლო ვერცხლის 4 მედალოსანს 150 ლარი გადაეცა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს სკოლის ყველა კურსდამთავრებულს და წარმატებას და წინსვლას უსურვებს.