ცხელი ხაზი : 599801744

საგარეჯოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

10 May, 2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა, მერის მოადგილე- ალექსი გილაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე- ოთარ ჩალათაშვილმა,საგარეჯოს მაჟორიტარ დეპუტატმა- რომან მუჩიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლისთავი მიულოცეს,  სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალი და პატარძეულის ,,გმირთა სავანე“ გვირგვინებით შეამკეს. - დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ და უდიდესი პატივისცემა გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს მომავალი თაობის კეთილდღეობა. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას ფაშიზმზე გამარჯვების დღე, განსაკუთრებით კი ვეტერანებს და ვუსურვო მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე – აღნიშნა გიორგი ერბოწონაშვილმა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებისთვის  საზეიმო ვახშამი გაიმართა, სადაც  ადგილობრივი ხელისუფლებისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, თითეულ მათგანს ფულადი ჯილდო გადაეცა.

გააზიარე