ცხელი ხაზი : 599801744

საგარეჯოში, სისხლში ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით, უფასო გამოკვლევები ჩატარდება

21 აგვისტო, 2019

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - შოთა კაკაბაძე 
მუნიციპალიტეტის სოფლის ამბულატორიების ხელმძღვანელებთან ერთად, მძიმე მეტალების კვლევის სამედიცინო ლაბორატორიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი-გარემოში ტყვიის შემცველობის ფონური მდგომარეობის განსაზღვრა გახლდათ. ამ კუთხით მსოფლიოში პრობლემა სერიოზულია, არსებობს გამოცდილი პრევენციული ღონისძიებები, რის შესახებაც გაიცა რეკომენდაციები ლაბრატორიის წარმომადგენლების მიერ. დასახელდა ტყვიის ინტოქსიკაციის რისკ-ფაქტორები, განისაზღვრა რისკ-ჯგუფები: ბავშვები, მოზრდილები და ორსულები.
#საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის-გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივით, დასახელებული რისკ-ჯგუფებისთვის, 27 აგვისტოს, საგრეჯოს კულტურის სახლის მცირე დარბაზში, 10 საათიდან ჩატარდება უფასო ლაბორატორიული კვლევები სისხლში ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით!

გააზიარე